ამერიკელი სამხედროები ტრამპის ბრძანების შესრულებას არ აპირებენ

აშშ-ს შეიარაღებული ძალების სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელმა, ავიაციის გენერალმა ჯონ ჰაიტენმა განაცხადა, რომ წინააღმდეგობას გაუწევს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, შესაძლო ,,უკანონო,, ბრძანებას, ბირთვული დარტყმის განხორციელების შესახებ.

გენერალმა, რომელმაც ზემოთქმულის შესახებ კანადაში საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა, განმარტა, რომ თუ ტრამპი მას მსგავს ბრძანებას გასცემს, ის უპასუხებს რომ ,,ეს უკანონოა,,

,,ბატონო პრეზიდენტო, ვეტყვი მე, ეს ბრძანება უკანონოა. როგორ გგონიათ ის რას იზამს? ის მკითხავს აბა რა იქნებოდა კანონიერი… და ამ დროს ჩვენ წამოვაყენებთ ახალ ვარიანტებს და შევთავაზებთ სხვადასხვა შესაძლებლობას, ნებისმიერი სიტუაციის საპასუხოდ,, განაცხადა ჰაიტენმა.

მსგავსი მოსაზრებები ამერიკელი სამხედროს მხრიდან, მოჰყვა ტრამპის მიერ გაეროს ასამბლეაზე გაკეთებულ განცხადებას ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, სადაც მან განაცხადა, რომ თუ აშშ საფრთხის ქვეშ იქნება, მას სხვა არაფერი დარჩება თუ არა გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რესპუბლიკა.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში სანაოსნო ელექტროხომალდი გამოსცადეს
შემდეგი სტატიაგიორგი ღონღაძის მეუღლემ პოროშენკო ადამიანების გატაცებაში დაადანაშაულა