ამერიკელი, რომელმაც ობამა მაიმუნს შეადარა, მეორედ დაითხოვეს სამსახურიდან

ამერიკელი პამელა ტეილორი, რომელმაც აშშ-ს პირველი ლედი მიშელ ობამა მაიმუნს შეადარა, მეორედ დაითხოვეს სამსახურიდან –  წერს Reuters-ი .

ტეილორი ორგანიზაციის დირექტორი იყო, რომელიც ხანშიშესულ და ღარიბ ამერიკელებს ეხმარებოდა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვების შემდეგ ტეილორმა მილიარდელი მელანია და მიშელ ობამა ერთმანეთს შეადარა და თქვა, რომ მოხარულია თეთრ სახლში მოდური და ლამაზი პირველი ლედი ნახოს, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ მიშელ ობამამ, რომელიც “ქუსლებზე შემომდგარი მაიმუნია”, ის დაღალა.

banner
წინა სტატიაშიერაყის არმიამ მოსულის დიდი ნაწილი გაანთავისუფლა
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე : ბათუმის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პრივატიზაციას კორუფციის სუნი ასდის