ამერიკელი პროფესორების საჯარო ლექციები შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტის ორგანიზებითა და ახალი ეკონომიკური სკოლის ხელშეწყობით, აინ რენდის ინსტიტუტის (აშშ) აღმასრულებელი დირექტორის, იარონ ბრუკის საჯარო ლექცია გაიმართა, თემაზე: ”კაპიტალიზმის მორალურობა: თავისუფლების მორალური მხარე”. ლექციას იბსუს სტუდენტებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ამასთან, ახალი ეკონომიკური სკოლის ორგანიზებითვე, გაიმართა დოქტორი რობერტ ლოუსონისა (ო’ნილის სახელობის გლობალური ბაზრისა და თავისუფლების სკოლის დირექტორი სამხრეთ დასავლეთის მეთოდისტური უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლაში, დალასი, ტეხასი, აშშ) და დოქტორი ბენჯამინ პაუელის (ტეხასის ტექნიკური უნივერსიტეტის თავისუფალი ბაზრის ინსტიტუტის დირექტორი და რაულის სახელობის ბიზნეს კოლეჯის ეკონომიკის პროფესორი, ტეხასი, აშშ) საჯარო ლეციები, რომლის მთავარი თემა შეეხებოდა თუ “რატომ არის ეკონომიკური თავისუფლება მნიშვნელოვანი განვითარებისთვის”.

შეხვედრებმა დიდი ინტერესი გამოიწვია. სტუდენტების მხრიდან დაისვა არაერთი კითხვა, სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, რომელსაც სტუმრებმა პასუხები გასცეს და დამსწრეთ განსხვავებულ ჭრილში დაანახეს ლექციების ფარგლებში წამოჭრილი საკითხები.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკური ერთობა “ახალი საქართველოს” საარჩევნო სია პრაიმერით შეირჩევა
შემდეგი სტატიადეკანოზი გიორგის საბოლოო სიტყვაში ნახსენები სტიქაროსანი, მის სიტყვებს ადასტურებს