ამერიკელი მწერლის ტრუმენ კაპოტეს ფერფლს აუქიონზე გაიტანენ

ამერიკელი მწერლისა და დრამატურგის ტრუმენ კაპოტეს ფერფლი აუქციონზე გაიტანეს გადაყიდად. აუქციონის სახლი Julien’s სპეცილიზირებულია ცნობილი ადამიანების ნივთებზე. მწერლის ფერფლის საწყისი ფასი 2 ათასი დოლარია.
“დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანები ამ ფაქტში უპატივცემლობას დაინახავენ. მაგრამ ფაქტია, რომ ტრუმან კაპოტეს პუბლიკის შოკირება უყვარდა. და დარწმუნებული ვარ, რომ ის ახლა მაღლიდან გვიყურებს, იცინის და ფიქრობს: მეც ასე ვიზამდი” – მწერლის ფერფლის გაყიდვაზე ასეთი კომენტარი გააკეთა აუქციონის სახლის ხელმძღვანელმა დარან ჯულიენმა.
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა აუქციონი ადამიანის სხეულის ნარჩენებს ყიდის.

კაპოტე მე-20 საუკუნის ამერიკული ლიტერატურის ცნობილი რომანისტი და დრამატურგია. ის არის პოპულარული წიგნის “საუზმე ტიფანისთან” ავტორი, რომლის მიხედვითაც ბლეიკ ედვარდსმა იგივე სახელწოდების ფილმი გადაიღო.
აუქციონი 24 სექტემბერს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშინიცაში პოლიციელებმა ქალს ბურკიანი საცურაო კოსტუმის გახდა აიძულეს
შემდეგი სტატიამეცნიერები: უმეგობროდ ყოფნა ისეთივე მავნებელია, როგორც სიგარეტი