ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

ამერიკელი მსახიობი ანტონ ელჩინი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია Associated Press-სთან მსახიობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაადასტურა.

უცხოური მედიის ცნობით, ელჩინის ცხედარი სან-ფერნანდოში, სახლის მახლობლად მეგობრებმა აღმოაჩინეს. ცხედარი მანქანასა და კართან მდებარე აგურის საფოსტო ყუთს შორის იყო მოყოლილი.

ანტონ ელჩინი 1989 წლის 11 მარტს ლენინგრადში ებრაელების ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები – ვიქტორ ელჩინი და ირინა კორინა ფიგურულ სრიალში პროფესიული მოციგურავე წყვილი იყვნენ. წყვილი აშშ-ში საცხოვრებლად მაშინ გადავიდა, როდესაც მომავალი მსახიობი 6 თვის იყო.

ანტონ ელჩინმა ითამაშა ფილმებში – “ალფა დოგი”, “ტერმინატორი 4″, ნიუ-იორკო, მიყვარხარ”, “უცნაური ტომასი”, “შიშის ღამე”, “წარსული საიდუმლოებები” და სხვა.

banner
წინა სტატიაშირუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი დააკავეს
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილის სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში