ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრემი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრემი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა

7ამერიკელი მომღერალი კრისტინა გრემი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც უცნობმა მამაკაცმა ქალაქ ორლანდოში მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
ორლანდოს პოლიციის დეპარტამენტმა საკუთარ “ტვიტერზე” დაადასტურა მუსიკოსის სიკვდილი.
პოლიციის მონაცემებით, უცნობმა პირმა მუსიკოსს კონცერტის შემდეგ ესროლა მაშინ, როცა გრემი და ჯგუფის სხვა წევრები ავტოგრაფს არიგებდნენ. გრემის ძმამ თავდამსხმელის დაკავება შეძლო, თუმცა, მან განიარაღების პროცესში თავის მოიკლა. გრემის ძმამ, საკუთარი მოქმედებით სხვა შესაძლო თავდასხმები აღკვეთა – განაცხადა პოლიციამ.
გრემი ამერიკულ შოუ “ხმაში” მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი. სოციალურ ქსელში მისი ვიდეოები პოპულარული იყო. რამდენიმე მათგანს მილიონი ნახვა აქვს.
კრისტინა გრემი 22 წლის იყო.

banner
წინა სტატიაშირადას დეპუტატი არ გამორიცხავს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტას
შემდეგი სტატიასკანდალის დეტალები-საქართველოს რკინიგზის საიდუმლო რუსული გარიგება