ამერიკელი მეხუთეკლასელები ძმრით და დარიჩინით სკოლის აფეთქებას აპირებდნენ

ნიუ-ჯერსელმა მეხუთეკლასელებმა მეზობელი სკოლის აფეთქება გადაწყვიტეს – ამის შესახებ NBC News ავრცელებს ინფორმაციას. საკუთარი მიზნების განსახორციელებლად მათ ძმრის და დარიჩინისგან “ასაფეთქებელი მოწყობილობა” დაამზადეს, თუმცა, გეგმები ადგილობრივმა პოლიციამ ჩაუშალა.
მასწავლებლებმა შენიშნეს ხუთკაციანი ჯგუფის (სამი ბიჭი და ორი გოგონა) შეტევის გეგმა, რომელიც მათ ქაღალდზე ქონდათ აღნიშნული და პოლიცია გამოიძახეს.
“პოლიციამ ბავშვები გარეთ გამოიყვანა და მათ ტირილი დაიწყეს” – ამბობს ერთ-ერთი ბავშვი. პოლიცია თვლის, რომ მოსწავლეების გეგმები არ იყო ხუმრობა, მათ შეტევის განხორციელება სურდათ და მისი ეფექტურობის იმედი ქონდათ . ბავშვები დროებით ჩამოაშორეს სასწავლო პროცესს. მათმა მშობლებმა გაფრთხილება მიიღეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა კანადისგან მოითხოვა სირიაში მებრძოლი რუსი მფრინავების მონაცემების გაუქმება
შემდეგი სტატიარუსეთში დააკავეს რამდენიმე ტონა კონტრაბანდული Apple iPhone და Lenovo А560