20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ამერიკელი კონგრესმენი: დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, საქართველოს მთავრობა ამ სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს

დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრით, საქართველოს მთავრობა ამ სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს. მაშინ, როდესაც ქართველების 90% მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას, მთავრობამ ეს გზა დაბლოკა, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, მარკ ვიზიმ (დემოკრატიული პარტია) ჰააგაში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე ყოველწლიურ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„როგორც იცით, „ქართულმა ოცნებამ“ ძალაუფლების კონსოლიდაცია მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობით მოახდინა. ასევე, მათ ძალაუფლების კონსოლიდაცია მასობრივი დაკავებების ორგანიზებითა და სახელმწიფო ინსტიტუტების იარაღად გამოყენებით მოახდინეს. კორუფციასთან ბრძოლის ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო ახლა გამოიყენება როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ოპოზიციური პარტიების შევიწროებისთვის. ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ აქ ყოველთვის ვებრძვით“, – განაცხადა კონგრესმენმა.

მისი თქმით, „მთავრობამ რუსული სტილის კანონი მიიღო, „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რათა ჩაახშოს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება“.

„დასავლური ინტეგრაციის მიტოვებით, ჩინეთთან კავშირების გაღრმავებითა და მოსკოვის ინტერესებთან თანხვედრაში მოსვლით, მთავრობა ამ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ქვეყანას კრემლის მომხრე ანკლავად აქცევს“, – აღნიშნა მარკ ვიზიმ.

banner
წინა სტატიაშიALDE-ს რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ლიდერებსა და ევროპულ სახელმწიფოებს, ჩამოაყალიბონ უკომპრომისო პოლიტიკა ივანიშვილის რეჟიმის მიმართ
შემდეგი სტატიაALDE-ს პარტიის ყრილობაზე, ელენე ხოშტარიას აუდიო-მიმართვა გააჟღერეს