ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ რეზოლუციას კახა მიქაია ეხმიანება

საქართველოს შესახებ ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ რეზოლუციას ქართველი პოლიტიკოსები ეხმაურებიან.

“დაიცავი საქართველოს” ლიდერის კახა მიქაიას განცხადებით ეს არის ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელისუფლებისთვის აღმართული ყვითელი ბარათი, რასაც როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში წითელი ბარათი მოსდევს.
ხელისუფლება უმეტეს წილად სპორტსმენებით არის დაკომპლექტებული, სადაც განსაკუთრებით ფეხბურთელები ჭარბობენ, ამიტომ თქვენი ნებართვით საფეხბურთო ტერმინოლოგიით შევაფასებდი კონგრესმენთა განცხადებებს, რათა ხელისუფალთათვის უფრო გასაგები და მარტივად აღსაღქმელი იყოს ყოველივე ის, რაზეც ჩვენი მთავარი და სტრატეგიული პარტნიორები მიუთითებენ ჩვენს ხელისუფლებას.კორუფცია და დემოკრატიის გზაზე უკუსვლა მართლაც თვალსაჩინოა-აცხადებს მიქაია.

“დაიცავი საქართველოს” ლიდერი გია ვოლსკის განცხადებას ეხმიანება, სადაც პარლამენტარი კონგრესმენების რეზოლუციის შეფასებისას აცხადებს, რომ უკეთესი იქნება სადღაც არსებულ კორუფციაზე, კონგრესმენებს ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ. გამონაკლის შემთხვევებში ვოლსკის თქმით კორუფცია არა მარტო საქართველოში, არამედ განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებშიც არსებობს.

მიქაიას განცხადებთ,ბატონი ვოლსკი როგორც ყოველთვის აქაც ,,ორიგინალურია” თავის შეფასებებში.

“ვოლსკი ბრძანებს, სადღაც შეიძლება მართლაც არსებობდესო კორუფცია, ბატონ გიას შესაძლოა მართლაც დავეთანხმო, თუ კი იგი სადღაც, მაგალითად, სამეგრელოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციაზე აკეთებს მინიშნებას”-აცხადებს “თაიმერთან საუბარში კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდება
შემდეგი სტატიაგასაჯაროვდა კენედის მკვლელობის საინტერესო დეტალი, რომელიც “კგბ”–ს უკავშირდება