ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავლენ

საქართველოში მყოფი ამერიკელი კონგრესმენების დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, ოძისში ჩავა. ისინი ოფიციალურ შეხვედრებს სწორედ საოკუპაციო ხაზის მონახულების შემდეგ დაიწყებენ.

ცნობილია, რომ 5 წევრიანი დელეგაცია შეხვედრებს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან გამართავს. აუდიენციისას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და საქართველოში შექმნილ კრიზისზე ისაუბრებენ.

ცნობისთვის, ეს პირველი ვიზიტია, მას შემდეგ რაც “ქართულმა ოცნებამ” ევროკავშირს დახმარებაზე უარი უთხრა და შარლ მიშელის დოკუმენტი ანულირებულად გამოაცხადა.

კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში არიან – ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი) და სხვ.

ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერაა ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი 5 ივლისს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ძალადობისკენ მოწოდების ფაქტებზე 2 პირის, ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაკობახიძე – საარჩევნო ბარიერსა და ფრაქციების საკითხზე შეთანხმება შედგა