ამერიკელი გენერლის სკანდალური განცხადება უკრაინის შესახებ

ევროპაში აშშ სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ბენ ჰოჯესი გაკვირვებულია იმ ფაქტით, რომ უკრაინელები ერთის მხრივ ლეტალურ იარაღს, ჯაველინებს ითხოვენ და მეორეს მხრივ საკუთარი წარმოების ტანკებს ექსპორტზე ჰყიდიან.

ევროპული უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ ჰელსინკის კომისიის ბრიფინგზე, ჰოჯესმა განაცხადა, რომ ის ხარკოვის ტანკმშენებელ ქარხანაში იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ლეგენდარულ Т-34-ებს უშვებდა… ,,მე შევამჩნიე ქარხნის ტერიტორიაზე მოელვარე ახალი ტანკები და ვიკითხე ,,რა არის ეს?,, მიპასუხეს რომ საექსპორტო ტანკებია… ,,ექსპორტი?! ჩვენ ჯაველინებს გვთხოვთ და საკუთარი ტანკები ექსპორტზე გაგაქვთ?,, საკვირველია,, გაიხსენა ხარკოვური დიალოგი როჯესმა, რომელიც თვლის, რომ უკრაინის თავდაცვის სფეროში არაკოორდინირებული და გაუმჭვირვალე სიტუაციაა. ,,მათ აქვთ ტექნიკური საშუალება, რომ აწარმოონ ნამდვილად ძალიან კარგი რამეევი, მაგრამ კორუფციისა და გაუმჭვირვალობის გამო ისეა მოწყობილი მათი თავდაცვითი მრეწველობა, თავიანთი ნაწარმის საკუთარი მოხმარებისთვის ყიდვა არ შეუძლიათ. მე ამ საქმის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მათ უფრო მეტის წარმოებაც შეუძლიათ. მაიც იმას უნდა დავუბრუნდეთ, თუ როგორია მათი ეკონომიკის სტრუქტურა და როგორ მუშაობს მათი საპარლამენტო ზედამხედველობა,, აცხადებს ჰოჯესი. ჰოჯესის აზრით, უკრაინაში სიტუაციის შეცვლა ახალგაზრდა, დასავლეთზე ორიენტირებულ ადამიანებს შეუძლიათ.. ,,ეს საქმე კი ჯაველინების მიწოდებაზე უფრო მნიშვნელოვანია,, აცხადებს ამერიკელი გენერალი.
,,მიუხედავად იმისა, რამდენადაც არ უნდა გვაწუხებდეს ჩვენ და ევროპულ ქვეყნებს, უკრაინაში არსებული არაგამჭვირვალე და კორუმპირებული სისტემა, ფაქტი იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთს არა აქვს ამ სუვერენული ევროპული ქვეყნის საზღვრების  ხელოვნურად შეცვლის უფლება,, დაასკვნა ამერიკელმა გენერალმა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ თურქეთს იარაღის მიწოდება შეუწყვიტა
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტის შენობასთან აქცია სახელწოდებით “ყველა ერთისთვის” გაიმართა