ამერიკელი ექსპერტები გაეროში რუსეთის მიერ აფხაზეთის საკითხის განხილვის დაბლოკვას აფასებენ

უკრაინის დელეგაციამ გაეროს უშიშორების საბჭოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაერთიანებული სამხედრო ძალების შექმნის შეთახმების განხილვის ინიციატივით მიმართა, თუმცა წინადადება რუსეთის დელეგაციამ დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენლმა მიაწოდა.

ვლადიმირ ელჩენკოს თქმით, რუსული მხარე უხეშად არღვევს საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. უკრაინულმა მხარემ ოფიციალურ მოსკოვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გამოყვანისკენაც მოუწოდა, რათა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედება და საქართველოს ტერიტორიული მთლანობის აღდგენა გახდეს შესაძლებელი.

გაეროს უშიშროების საბჭოზე უკრაინის მიერ დაყენებულ ინიციატივას, აფასებენ ვაშინგტონში.

უკრაინის დელეგაცია ითხოვს, რომ უშიშროების საბჭოში იყოს განხილული მოსკოვის შეთანხმება სოხუმთან, რუსულ-აფხაზური გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფების შექმნის შესახებ.

ამერიკელი ექსპერტები რუსეთის მხრიდან არსებულ საფრთხეზე საუბრობენ და თვლიან, რომ არის მსგავსი სცენარის განმეორების საშიშროება სხვა რეგიონებში, მათ შორის ლუგანსკსა და დონეცკში.

„ყირიმი ანექსირებულია რუსეთთან. რუსი სამხედროები ყირიმში დგანან და მიდის მათი ძალების ზრდა. დონეცკს და ლუგანსკს რაც შეეხება, დიახ, მათ შეუძლიათ შექმნან მსგავსი ერთიანი სამხედრო მმართველობა, რადგან დე ფაქტო, რუსი სამხედროები მეთაურობენ, ამარაგებენ და მართავენ სამხედრო ძალებს დონეცკსა და ლუგანსკში,“- განაცხადა ჰერითიჯის ფონდის ანალიტიკოსმა არიელ კოენიმ.

რუსულ-აფხაზური შეთანხმება შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ 22 ნოემბერს დაგმო, მას შემდეგ, რაც რუსეთის სათათბირომ და ფედერაციის საბჭომ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს.

ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ უკეთესი იქნება, თუკი უკრაინელების ინიციატივა არა უშიშროების საბჭოზე, არამედ გენერალურ ასამბლეაზე განხილება, რადგან უშიშროების საბჭოში რუსეთი ვეტოს გამოყენებით ადვილად მოახერხებს ნებისმიერი რეზოლუციის დაბლოკვას.

„უშიშროების საბჭოში რუსეთის ვეტოს უფლების გათვალისწინებით, რაც შეიძლება გაკეთდეს, არის ის, რომ ეს ინიციატივა წავიდეს გენერალურ ასამბლეაში და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს მომხდარა რუსეთის აგრესიასთან კონტექსტში. სავარაუდოდ, შეგიძლიათ მიიღოთ გენერალური ასამბლეის რეზოლუცია, რეალური უმრავლესობის მხარდაჭერით,“-აცხადებს აშშ-ს ატლანტიკურ საბჭოსთან არსებული ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი.

უკრაინაში რუსეთის აგრესიაზე უილსონის ცენტრში გამოსვლის დროს ისაუბრა დემოკრატმა სენატორმა კრის მერფიმაც. მისი თქმით რუსეთის მიზანი უკრაინის პოლიტიკურად და ეკონომიკურად დანგრევაა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინული მედიის ინფორმაციით უკრაინის დელეგაციამ მიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს, პრესისთვის ინფორმაცია შემდგარიყო შემდეგი პუნქტებისგან:

განიხილონ საქართველოში არსებული ვითარება და საბჭოს წევრებმა დაადასტურონ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სრული მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, რასაც რუსეთის დელეგაციამ მხარი არ დაუჭირა.

წყარო: რუსთავი2

banner
წინა სტატიაშისოფო კილაძე : ვერ დავადასტურებ,რომ გუნდში განხეთქილებაა
შემდეგი სტატიაკახა იმნაძე : მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საკითხი დახურული სხდომის ფორმატში მოხვდა