ამერიკელი ენერგეტიკოსები მასშტაბურ კიბერშეტავაზე გააფრთხილეს

აშშ-ს შიდა უსაფრთხოების სამინისტრომ ენერგოკომპანიები, სატრანსპორტო ქსელები და წყლის მიმწოდებლები შესაძლო ჰაკერულ შეტევაზე გააფრთხილა. მათი თქმით, შესაძლებელია დასავლეთ უკრაინაში 2015 წლის დეკემბერში მომხდარი სცენარი განმეორდეს – The New York Times-ი წერს.
კიბერუსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ უკრაინაში ელექტროენერგიის გათიშვამ ამერიკული სისტემების დაუცველობა აჩვენა, ამასთანავე, მათივე ვარაუდით, აშშ-ში შეტევა უფრო მასშტაბური იქნება, ვიდრე უკრაინაში იყო.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 23 დეკემბერს უკრაინაში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა, რომლის შედეგადაც 103 დასახლებული პუნქტი და დაახლოებით 225 ათასი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდში გამართული მოვაჭრეების საპროტესტო აქცია დროებით შეწყდა
შემდეგი სტატიაადიგენში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ