ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნები უკრაინაში ომის საკითხზე ერთმანეთს 18 თებერვალს შეხვდებიან

ამერიკული გამოცემის, „აქსიოსის“ ინფორმაციით, ამერიკელი და რუსი მაღალჩინოსნები უკრაინაში ომის საკითხზე ერთმანეთს 18 თებერვალს შეხვდებიან.

გამოცემის ცნობით, აშშ-ის დელეგაციაში შევლენ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი. დელეგაცია, რომელსაც მარკო რუბიო უხელმძღვანელებს, გეგმავს მოლაპარაკებების დაწყებას უკრაინაში ომის დასასრულებლად.

ამასთან, ჯერ უცნობია, ვინ იქნება რუსული დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა, ერთ-ერთი წყაროს ცნობით, შეხვედრას, სავარაუდოდ, დაესწრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

შეგახსენებთ, რუბიო 17 თებერვალს საუდის არაბეთში ჩავა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს ესტუმრება.

banner
წინა სტატიაში“საქართველოსთვის”: გამთენიისას, მიუნხენიდან დაბრუნებისას გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს, აეროპორტში ივანიშვილმა დაახვედრა ზონდერჯგუფი
შემდეგი სტატიადონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად