ამერიკელი ბლოგერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

საქარტველო

ამერიკელი ბლოგერები ქართული კულტურის, კულინარიისა და ღვინის შესახებ სტატიებს მოამზადებენ, – ამის შესახებ “თაიმერს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, პოპულარული ამერიკული სამოგზაურო ბლოგის “თრაველ ტჰე ჭორლდ” ავტორები: Katherine Belarmino და Romeo Belarmino საქართველოს ეწვივნენ. პრესტურის ფარგლებში ბლოგერებმა საქართველოს სხვადახვა კუთხეები მოინახულეს და ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. ბლოგერებმა თბილისის, ყაზბეგის, ბორჯომის, ქუთაისი, გელათის, წყალტუბოს, მცხეთის, სიღნაღისა და ყვარლის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს”, _ განაცხადეს ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მათივე თქმით, მოწვეული ბლოგერები საკუთარი ინტერნეტგვერდისა და სოციალური ქსელების გარდა სტატიებს სამოგზაურო ვებგვერდებზე johnnyjet.com-ში გამოაქვეყნებენ. ბლოგერები სტატიების დიდ ნაწილს ქართული კერძებისა და ღვინის მომზადების წესებს დაუთმობენ.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, სტატისტიკური მონაცემებით, იანვარ-თებერვალში ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქარველოში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.2%-ით გაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიკულტურის სამინისტროში კონკურს “თარგმანი 2016”-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
შემდეგი სტატიაენგური – პირობითი საზღვარი აფხაზეთთან თუ რუსეთთან?