ამერიკელი ალიასკაზე რამდენიმე დღე გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა

ამერიკელი ალიასკაზე რამდენიმე დღე გარდაცვლილ მეუღლესთან ერთად მოგზაურობდა
3ამერიკის შტატ ალიასკაში, პოლიციამ ქალისგან საკუთარი მეუღლის გვამი ამოიღო, რომელთან ერთადაც ქალი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად დადიოდა -წერს The Guardian-ი.
სამართალდამცველებმა ტურისტი მას შემდეგ დააკავეს, რაც ერთ-ერთი საკონსერვო ქარხნიდან შეტყობინება მიიღეს საეჭვო ქალზე, რომელმაც დიდი ოდენობით ყინული იყიდა. მანქანის შემოწმებისას პოლიციელებმა 78 წლის მამაკაცის გვამი აღმოაჩინეს, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით იყო გარდაცვლილი.
როგორც აღმოჩნდა, ქალი ქმრის ცხედარს მორგში მიასვენებდა, მაგრამ გადაწყვიტა გზად შეჩერებულიყო და ღირსშესანიშნაობები დაეთვალიერებინა.
ქალისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. პოლიციამ ამოღებული ცხედარი მორგში გადაასვენა.

banner
წინა სტატიაში(video) უკრაინელი დეპუტატი სხდომის დროს პორნოგრაფიით იქცევდა თავს
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო