28.1 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივლისი 16, 2026
banner

“ამერიკელებსა და ქართველებს თავისუფლებისადმი საერთო სწრაფვა აკავშირებთ”- პერსელი

“ჩვენი პარტნიორობის განუყოფელი ნაწილია ხალხთაშორისი კავშირები, რაც წლების მანძილზე საელჩოს უპირველესი პრიორიტეტი იყო. ამერიკელებს გამორჩეულად უყვართ საქართველო, მე ამას ნამდვილად ვგრძნობ და მჯერა, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამერიკელები და ქართველები ასე კარგად უგებენ ერთმანეთს, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენი საერთო სწრაფვაა. აშშ-ის სამთავრობო გაცვლითმა პროგრამებმა ახალი საგანმანათლებლო და პროფესიული გზა გაუხსნა ათასობით ქართველ სტუდენტს, მასწავლებელს, მცირე ბიზნესის წარმომადგენელსა და სპეციალისტს. საქართველოს უნიკალური და მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა გააჩნია და მოხარული ვარ, რომ ჩვენც ვუჭერთ მხარს მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის ძალისხმევას. და, რაც ყველაზე მთავარია, შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში…”_  თქვა “ინტერპრესნიუსის” ცნობით, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ალან პერსელმა აშშ-ის საელჩოში, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი: უცნაურია ორი ოფიციალური საქართველოს დანახვა – ერთი აშშ-ის საელჩოშია, მეორე კი იმათთან, ვინც „სიკვდილი ამერიკას!“ მღერის
შემდეგი სტატია“ევროკავშირი სამხრეთ კავკასიისთვის 200 მილიონ ევრომდე გრანტს გამოყოფს” — ურსულა ფონ დერ ლაიენი