ამერიკელებს “ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ-მეუფე იაკობი პომპეოს ვიზიტზე

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი, ეხმიანება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტს საპატრიარქოში და ამბობს, რომ ამერიკელებს “ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ”.

მისივე თქმით, ამერიკელები ქართული ტრადიციების დაცვაში ეკლესიის როლს ხედავენ და აფასებენ.

“რატომ უნდა ხედავდნენ უცხო ქვეყნები ეკლესიის როლს? ჩამოვიდნენ, ნახეს ხელისუფლების წარმომადგენლები, ეს აუცილებელია, როცა ქვეყანაში ჩადიხარ, მაგრამ ჩვენთან, ეკლესიაში განსაკუთრებული შეხვედრა ჰქონდათ ამერიკელებს. თვითონაც ხედავთ, როგორ განცხადებებს აკეთებენ, ჩვენს ტრადიციებს აფასებენ. ჩვენი ეკლესიის როლს აფასებენ ამ ტრადიციების დაცვაში. ზოგს შეიძლება არ მოსწონდეს, მაგრამ ჩვენ ძველი დროიდან ვარსებობთ და ახლა ყოველ 15 წუთში ვერ შევიცვლით ჩვენს აზრებს და ცხოვრების წესს”- თქვა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი ოპოზიციასა და ხელისუფლებას მოლაპარაკების სივრცედ ეკლესიას სთავაზობს
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რასაც სახელმწიფო შემოიტანს, მოსახლეობისთვის უფასო იქნება