ამერიკელები ევროპაში რუსეთთან ომისთვის ემზადებიან…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 10, 2015 01:39

ამერიკელები ევროპაში რუსეთთან ომისთვის ემზადებიან…

მნიშვნელოვანი

  • ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების სარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 1200 ერთეულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას აგზავნის, რომელსაც თაბ ერთი ბრიგადა ამერიკელი ჯარისკაცები მოჰყვებიან...

სხვა სტატიები

ევროპაში აშშ-ს სამხედრო ძალების სარდალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ აშშ აღმოსავლეთ ევროპაში 1200 ერთეულ მძიმე საბრძოლო ტექნიკას აგზავნის, რომელსაც თან ერთი ბრიგადა ამერიკელი ჯარისკაცები მოჰყვებიან…

გავრცელებული ინფორმაციით, 1200-დან –  600 ერთეული პოლონეთში განთავსდება, ხოლო დანარჩენი 600 ბალტიისპირეთის 3 ქვეყანაში, რუმინეთსა და უნგრეთში.

აღსანიშნავია, რომ 1200 ერთეული საბრძოლო ტექნიკიდან- 240 ტანკი იქნება, დანარჩენები კი ქვეითთა საბრძოლო მანქანები და საარტილერიო დანადგარები.

ნატოს გაერთიანებული სამხედრო ძალების მთავარსარდლის, ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, მას უნდა სულ უფრო მეტი ამერიკული ბრიგადები იხილოს აღმოსავლეთ ევროპაში რუსული აგრესიის საფრთხის შესაჩერებლად. ამერიკელი გენერლის განცხადებით, დიდი რაოდენობით რუსული წყალქვეშა ნავების გადასროლამ ევროპის ნაპირებთან და მათმა წვრთნებმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია… ამას ემატება კალინინგრადსა და ყირიმში რუსული სარაკეტო სისტემების გადატანა, რაც იმაზე მოწმობს, რომ რუსები ევროპის დასაცავად ამერიკულ ბრიგადებს ჰაერიდან მოსვლის საშუალებას არ მისცემენ… ამიტომ ამერიკული შეიარაღებული ძალები, რაც შეიძლება დიდი მასშტაბით, შესაძლო კონფლიქტის დაწყებამდე უნდა იყვნენ მობილიზებულნი ევროპაში.

აშშ-ს სამხედრო ძალების შტაბის უფროსი, გენერალი მარკ მილი კი – აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა საწვრთნელ პროგრამაზე, რომელიც აამაღლებს ამერიკული ძალების მზადყოფნას  რუსეთის კონფრონტაციის შემთხვევაში… ,,ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსული აგრესია… რამეთუ უპასუხოდ დატოვებულ აგრესიას – ახალ აგრესიამდე მივყავართ,, აცხადებს ამერიკელი გენერალი The Wall Street Journal-თან საუბრისას.

www.timer.ge

 

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ნოემბერი 10, 2015 01:39

Google სტატისტიკა


1,591
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics