ამერიკელ ჟურნალისტებს ობამას ჩინეთში ჩასვლა არ გააშუქებინეს

ამერიკელ ჟურნალისტებს ობამას ჩინეთში ჩასვლა არ გააშუქებინეს

7 (3)ჩინელმა ჩინოვნიკებმა ამერიკელი ლიდერის ქვეყანაში ჩასვლის სრული გაშუქების უფლება არ მისცეს მათ -ამის შესახებ “ასოშეითედ პრესი” წერს.

ჟურნალისტების თქმით, როგორც კი ობამა ტრაპიდან ჩავიდა, ჩინეთის აეროპორტის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა რეპორტიორები და თეთრი სახლის ზოგიერთი თანამშრომელი შეავიწყოვეს და პრეზიდენტს ჩამოაშორეს ისე, რომ მაღალი თანამდებობის პირების ხელის ჩამორთმევის მომენტების დაფიქსირება ვერ შეძლეს.

ჟურნალისტების პერეტენზიაზე ჩინელებმა უპასუხეს: “ეს ჩვენი ქვეყანაა და ეს ჩვენი აეროპორტია’.

ბარაკ ობამა ჩინეთში G20-ს სამიტის ფარგლებში ჩაფრინდა, რომელიც 4 და 5 სექტემბერს გაიმართება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ავსტრალიის, არგენტინის, ბრაზილიის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ინდოეთის, ინდონეზიის, იტალიის, კანადის, ჩინეთის, მექისკის, რუსეთის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, თურქეთის, სამხრეთ კორეის, გაერთიანებული არაბეთის, იაპონიის და ევროკავშირის ლიდერები. ევროკავშირს წარადგენენ ევროკომისიის და ევროსაბჭოს თავმჯდომარეები.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში რეზერვისტების მასობრივი გამოძახება დაიწყო
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მერვე დაწესებულებაში პატიმარმა თავი მოიკლა