ამერიკელ მაგნატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ამერიკელ მაგნატს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

darstiამერიკელ მილიარდელს რობერტ დასტს ცეცხლსასროლი იარაღის არაკანონიერად ქონის გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – ამის შესახებ ამერიკული მედია წერს.
დასტი გამოძიებასთან შეთანხმებაზე წავიდა და აღიარა იარაღის უკანონო ქონა. მაქსიმალური წლები, რომელიც მას ემუქრებოდა იყო 10 , ჯარიმის 250 ათასი დოლარის გადახდით. ამასთანავე, დასტი პირველი ხარისხის მკვლელობის საქმის ფიგურანტია: ის დამხმარე სიუზან ბერმანის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. თუკი მას დამნაშავედ აღიარებენ, დასტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მკვლელობა 2000 წელს მოხდა. ბერმანი საკუთარ სახლში აღმოაჩინეს მკვდარი. მას ტყვია კეფაში ქონდა მოხვდერილი. ბერმანის მკვლელობა მის სასამართლოში დაკითხვამდე მოხდა გამქრალი დერსტის ცოლის კეტლინის საქმეზე, რომლის საქმე დღემდე გამოუძიებელია.
მაგნატი 2015 წლის მარტში დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილის სტატუსით. ეს მოხდა დოკუმენტური ფილმის „წყევლა: რობერტ დასტის ცხოვრება და გარდაცვალებას“ გადაღებისას. მილიარედლმა, რომელიც ვანაში მარტო იყო, ხმამაღლა თქვა წინადადება: „აი, ასეთი საქმეებია. რა ეშმაკად გავაკეთე ეს. ისინი ყველანი მოვკალი, ცხადია“. ამ დროს მასზე მუშა მიკროფონი იყო მიმაგრებული და ეს სიტყვები ჩაიწერეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში თურქეთის ელჩი: თურქეთსა და საქართველოს შორის რაიმე სახის ტერიტორიის გაცვლა არ მომხდარა
შემდეგი სტატია2014 წლის აღწერის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის 26,7% უმაღლესი განათლების მქონეა