ამერიკაში “როდენის ნაპოლეონი” იპოვეს

გამოჩენილი ფრანგი მოქანდაკის ოგიუსტ როდენის მიერ შექმნილი ნაპოლეონ ბონაპარტის მარმარილოს ქანდაკება, რომელიც 80 წელია, რაც დაკარგულად ითვლებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში იპოვეს. კერძოდ, სკულპტურა შემთხვევით აღმოაჩინეს ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ მადისონის მერიაში. ამის შესახებ წერს გაზეთი “North Jersey News”. გაირკვა, რომ ხელოვნების ეს შედევრი ჯერ კიდევ 2015 წელს იპოვეს, მაგრამ უსაფრთხოების მიზნით ეს ფაქტი არ გახმაურდა. ქანდაკებას ჩაუტარდა ექსპერტიზა და დადასტურდა მისი ირიგინალობა. “როდენის ნაპოლეონი” შეფასებულია 12 მილიონ დოლარად და უახლოეს მომავალში გადაეცემა ფილადელფიის ხელოვნების მუზეუმს.

banner
წინა სტატიაში“სკამების ომი” ბარსელონას ქუჩებში |ვიდეო|
შემდეგი სტატიაგაბელია ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ითამაშებს