ამერიკაში ქართველი მხატვრებისთვის ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეებში 5 გამოფენა გამართა

ნიუ იორკში უკვე ერთი წელია ფუნცქიონირებს არტპრომოუშენ კომპანია Madatart, კომპანიის დამფუძნებელი ქართველი ემიგრანტი მარიტა დამენიაა. ის ამერიკელ არტისტებთან მუშაობის პარალელურად აქტიურად არის დაკავებული, ამერიკაში ქართული ხელოვნების პოპულარიზაციით და 2016 წელს ქართველი მხატვრებისთვის ნიუ იორკის პრესტიჟულ გალერეებში 5 გამოფენა გამართა. გამოფენებს ქალაქის ისეთი პრესტიჟული გალეერები მასპინძლობდნენ, როგორებიცაა; Emmanuel Fremin Gallery , Phoenix Gallery, Artifact Gallery.
The colorful Shadows ასე ერქვა გამოფენას, რომელიც კომპანიამ 11 დეკემბერს დაასრულა. გამოფენაში სხვა მხატვრებთან ერთად მონაწილეობას იღებდა გია ბუღაძეც.

გამოფენაში მონაწილეობდნენ; ციური ჩაჩუა, თათია კობრეშვილი, ალეკო აჭარაძე, ავთანდილ გახოკიძე, დავით არბოლიშვილი, რეზო მექვაბიშვილი, ცირა ახობაძე, ნანა გაგოშიძე, ნინო კიკვაძე, ნინო ქურდაძე, მაკა ბერაძე, ლაშა ბერაია, ეკა არსენიძე, თიკა გზირიშვილი და პაპუნა დაბრუნდაშვილი. მხატვრები და მოქანდაკეები წარმოდგენილი იყვნენ როგორც საქართველოდან ისე ამერიკიდან.
გამოფენის გახსნა საკმაოდ წარმატებული იყო. დიდი ინტერესი გამოიჩინეს, როგორც ამერიკელმა დამთვალიერებელმა, ისე ქართველმა ემიგრანტებმაც.
მედეთარტს ქართული ხელოვნების მოყვარულთათვის კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე აქვს. 21 დეკმებერს ასევე მანჰეტენზე Muriel Guepin Gallery ში ქართველი მხატვრის, წიგნების ილუსტრატორისა და გამომცემლის ლაშა ბერაიას სოლო გამოფენა გაიმართება. რომლის ორგანიზატორიც ასევე მარიტა დამენია გახლავთ.

banner
წინა სტატიაშიდღეს ტრამპს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ უყრიან კენჭს
შემდეგი სტატიააჭარის მთავრობის ახალი შემადგენლობა დამტკიცებულია