ამერიკაში მცხოვრები ქართველი ქალი პიტბულმა იმსხვერპლა

შეერთებულ შტატებში ლონგ-აილენდზე ქართველი პიანისტი მარინა გაბუნია პიტბულმა დაგლიჯა და მოკლა. როგორც დასავლური მედია წერს, ძაღლი გაბუნიას ცოტა ხნის წინ გარდაცვლილ გერს ეკუთვნოდა.

70 წლის მარინა გაბუნია ეზოში ქმარმა იპოვა. მან პოლიცია გამოიძახა. ძაღლი პოლიციელის მიმართაც აგრესიით გამოირჩეოდა, რის შემდეგაც ოფიცერმა მას ესროლა.

„პოლიციის ოფიცერი, რომელიც ადგილზე ნანახით ტრავმირებული იყო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია შემთხვევის ადგილს „საშინელებას“ უწოდებს. პოლიციის ცნობით, 7 წლის პიტბული ქალის გერს ეკუთვნოდა, რომელიც ორი კვირის წინ, მოტოციკლით, ავარიაში დაიღუპა. ის და ძაღლი მშობლების სახლში ცხოვრობდნენ და კაცის დაღუპვის შემდეგ, ძაღლს მისი მშობლები უვლიდნენ“, – წერს nbcnewyork.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ჩვენ ველოდებით უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან განცხადებას
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ჯაოკენმა“ კიდევ ერთი ფილიალი ბათუმში გახსნა