“ამერიკას რა უნდა შავ ზღვაში” – ივანიშვილის ეს სიტყვები არის რუსული დოქტრინის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ძირითადი იდეის რენეგატული რეცეპცია საქართველოში

პონტოს ევქსინოს – ჩვენი საყვარელი ზღვის უძველესი ბერძნული სახელწოდებაა – სტუმართმოყვარე ზღვა. ასე ეძახდნენ დასავლეთში. ასეთი იყო აღქმა.

შავი ზღვა-რუსეთის ტბა – ამ წანამძღვარით მუშავდებოდა რუსეთის გეოპოლიტიკური და იმპერიული კონცეპტი საუკუნეების განმავლობაში.

“ამერიკას რა უნდა შავ ზღვაში” – ივანიშვილის ეს სიტყვები არის რუსული დოქტრინის ერთერთი ყველაზე ცნობილი და ძირითადი იდეის რენეგატული რეცეპცია საქართველოში.

შავი ზღვა ჩვენი შანსია, რუსეთისთვის და მისი დამქაშებისთვის კი ერთი “ბალოტთაგანი”, რომელიც საფრთხეს უქმნის მის კოლონიალიზმს სამხრეთით. პირდაპირ ვთქვათ – საქართველოს დამონებას და მის დასავლეთიდან ცივილიზაციურ მოწყვეტას გამორიცხავს ძლიერი, აქტიური, გახსნილი შავი ზღვა.

პონტოს ევქსინის და არა რუსეთის ტბორი. ეს არის ჩვენი არჩევანი, ჩვენი ვინაობის განსაზღვრებაც.

განსხვავება აქაც ძალიან მკაფიოა – დასავლეთსა და რუსეთის ბნელეთს შორის.

ნიკა მაჭუტაძე

 

მოძრაობის ლელო დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ მთავარ არხზე ანაკლიის პორტის და ინვესტორების საკითხზე ისაუბრა. მან თქვა, რომ 2017 წელს ბიძინა ივანიშვილთან საუბრისას მან უთხრა, რომ პროეტქს უნდა შეშვებოდნენ:

“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.”

banner
წინა სტატიაში(video) მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილმა მითხრა რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაშიო..
შემდეგი სტატიაცქიტიშვილი: კონსორციუმს წლის ბოლომდე ვუხანგრძლივებთ ვადას