ამერიკამ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელის, ტულსი გაბარდის ინფორმაციით, ვაშინგტონმა უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება აღუდგინა.

როგორც გაბარდი X-ზე წერს, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულებულია.

“აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯით მივუახლოვდით უკრაინაში სისხლიანი ომის დასრულებას. პრეზიდენტის განკარგულებით, უკრაინასთან სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების პაუზა დასრულდა”, – წერს გაბარდი.

banner
წინა სტატიაშიპაატა მანჯგალაძე: თუ ყურადღებით დავაკვირდებით ქოც პროპაგანდას, დავინახავთ მათ მთავარ გზავნილს—ღირსებით პუტინისკენ!
შემდეგი სტატიათანამედროვე ბრიტანელმა პროფესორმა, რუსულისა და ქართულის ლიტერატურათმცოდნე, დონალდ რეიფილდმა ქეთევან დუმბაძისგან ჯილდოზე უარი თქვა