“ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი” – სენატორი ლინდსი გრემი

“ამერიკამ მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს რუსეთზე წნეხი, მათ შორის, უკრაინისთვის Tomahawk-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებითაც, თუ ვლადიმირ პუტინი მოლაპარაკებების გზით ომის დასამთავრებლად შეთანხმების მიღწევაზე უარს იტყვის” – ამის შესახებ აშშ-ს სენატორმა ლინდსი გრემმა თქვა.

მისი თქმით, მას ესმის, რომ “უკრაინიდან ყველა რუსის გაყრა ვერ მოხდება”, თუმცა, სურს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მესამეჯერ თავდასხმას აღკვეთს, ხოლი უკრაინაში ევროპელი სამხედროების განლაგებას უზრუნველყოფს.

“თუ ის (პუტინი) ამჯერად უარს იტყვის, იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი შემდეგ ნაბიჯებს გადადგამს: ხელს მოაწერს ჩემს კანონპროექტს, რომელსაც 85 თანასპონსორი ჰყავს და ტარიფებს დააწესებს ჩინეთის მსგავს ქვეყნებზე, რომლებიც იაფ რუსულ ნავთობს ყიდულობენ; რუსეთს ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადებს 20 000 უკრაინელი ბავშვის გატაცებისთვის და, ყველაზე მნიშვნელოვნად, დააკავებს გემებს, რომლებსაც სანქცირებული რუსული ნავთობი გადააქვთ, როგორც ამას ვენესუელის შემთხვევაში ვაკეთებთ.” – თქვა გრემმა.

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში რუსი გენერალი საკუთარ მანქანაში ააფეთქეს
შემდეგი სტატიადიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა