23.8 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 15, 2026
banner

ამერიკამ ირანზე დარტყმების მორიგი ტალღა განახორციელა

CNN-ი აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაზე (CENTCOM) დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების კიდევ ერთი ტალღა დაასრულეს.

„დარტყმები განხორციელდა სათვალთვალო ობიექტებზე, სამხედრო ლოჯისტიკის ინფრასტრუქტურაზე, მიწისქვეშა იარაღის საწყობებსა და საზღვაო შესაძლებლობებზე“, – განაცხადა CENTCOM-მა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში და დასძინა, რომ აშშ-ის ძალებმა გამოიყენეს გამანადგურებლები, საჰაერო დრონები და სამხედრო ხომალდები.

შეგახსენებთ, შეერთებული შტატები განახლებული ოპერაციის ფარგლებში ზედიზედ მეშვიდე ღამეა ირანზე დარტყმებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: არასდროს, ხელისუფლების ცვლილების დროს ოპოზიციისთვის სასარგებლო და სახარბიელო მდგომარეობა არ ყოფილა
შემდეგი სტატია„ყაზბეგის“ საბაჟოზე დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს