20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

ამერიკამ ირანის წინააღმდეგ იერიში განახორციელა და პორტების ბლოკადა განაახლა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმების მორიგი რაუნდი დაასრულა, რომლის დროსაც ჰორმუზის სრუტესა და სანაპირო ზოლთან ახლოს ათობით სამხედრო სამიზნეზე მიიტანა იერიში.

„შვიდსაათიანი ტალღის განმავლობაში აშშ-ის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა, დრონებმა და საზღვაო გემებმა ირანის რაკეტებისა და დრონების ობიექტების, საზღვაო შესაძლებლობებისა და სანაპირო თავდაცვის სისტემების წინააღმდეგ ზუსტი საბრძოლო მასალა გამოიყენეს, რათა კიდევ უფრო შეემცირებინათ ირანის შესაძლებლობა, საფრთხე შეუქმნას კომერციულ გადაზიდვებსა და სამოქალაქო ეკიპაჟებს“, – დაწერა CENTCOM-მა X-ზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა ირანის პორტებისკენ მიმავალი და იქიდან გამომავალი გემების საზღვაო ბლოკადა განაახლა.

„დარტყმები განხორციელდა იმავე დღეს, როდესაც აშშ-ის ძალებმა განაახლეს საზღვაო ბლოკადა იმ გემების წინააღმდეგ, რომლებიც ირანის პორტებისა და სანაპირო ზონებისკენ მიემართებიან ან იქიდან გამოდიან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისთვის, ზედიზედ მეოთხე ღამეა, აშშ ირანის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი: ქუვეითში, ბაჰრეინსა და იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ინფრასტრუქტურას დავარტყით
შემდეგი სტატიატრამპი: თუ თეირანი მოლაპარაკებების მაგიდას არ დაუბრუნდება, მომავალ კვირას ამერიკა ირანის ელექტროსადგურებსა და ხიდებზე იერიშებს მიიტანს