უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სენატორ ლინდსი გრემის გარდაცვალებას ეხმაურება.
“ღრმად დამწუხრებული ვარ აშშ-ის სენატორის, ლინდსი გრემის გარდაცვალების გამო. ლინდსი თავისუფლებისა და იმ ღირებულებების ნამდვილი დამცველი იყო, რომლებიც სამყაროს უფრო უსაფრთხო ადგილად აქცევს.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრიდან ის ათჯერ ეწვია უკრაინას და ჩვენს ხალხთან ერთად იყო, როცა მათ ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. ჩვენ მუდმივ დიალოგში ვიყავით, რაც ძალიან მომენატრება. მხოლოდ გასულ კვირას ორჯერ შევხვდით.
უკრაინისთვის ორპარტიული და ორპალატიანი მხარდაჭერის აქტიური ლობირებით, ბოლო კვირების განმავლობაში ის მუშაობდა მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებსაც ხელი უნდა შეეწყო მშვიდობის დამყარებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის.
ამერიკამ და მსოფლიომ დაკარგა მამაცი ლიდერი.
ჩვენი სამძიმარი ლინდსის ოჯახს, მის ახლობლებს და ყველას, ვისაც მასთან მუშაობის პატივი ჰქონდა”,_ წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ამერიკელი სენატორის გარდაცვალებაზე.
















