16.8 C
Tbilisi
ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026
banner

ამერიკა მხარს უჭერს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და უარყოფს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს

ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ კონგრესმენი, ჯო უილსონის გამოსვლას აქვეყნებს და წერს, რომ აშშ-ის “ჰელსინკის კომისიის” თავმჯდომარე “ქართულ ოცნებას” დონალდ ტრამპის საბოტაჟის გამო აფრთხილებს.

თავის გამოსვლაში ჯო უილსონი აღნიშნავს, რომ პუტინთან შეთქმულმა ივანიშვილმა ტრამპი მატყუარად მიიჩნია და “ოცნებამ” ტრამპს საბოტაჟი მოუწყო, მაშინ როცა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა.

უილსონი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამერიკა თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს მხარს უჭერს და “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს უარყოფს.

ბატონო სპიკერო, აშკარაა, რომ საქართველოს რესპუბლიკის კორუმპირებულმა “ქართულმა ოცნებამ” გააუქმა Trump Tower-ის პროექტი ბათუმში, რომელიც დონალდ ტრამპმა პირადად გამოაცხადა 2012 წელს.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოში არჩევნები გაყალბდა. არალეგიტიმურმა “ქართულმა ოცნებამ”, პუტინთან შეთქმულმა ივანიშვილმა ტრამპი მატყუარად მიიჩნია. ცხადია, რომ არალეგიტიმურმა “ქართულმა ოცნებამ” პრეზიდენტ დონალდ ტრამპს საბოტაჟი მოუწყო, მაშინ როცა შავი ზღვის პორტი ჩინეთის კომუნისტურ პარტიას გადასცა.

ამერიკა მხარს უჭერს თავისუფლებისმოყვარე ქართველ ხალხს და უარყოფს “ქართული ოცნების” ამჟამინდელ რეჟიმს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ 349-42 ხმით მისცა ხმა საქართველოში სამართლიანი არჩევნების სასარგებლოდ. ტირანული რეჟიმი დაუნდობლად აპატიმრებს პოლიტიკურ ოპოზიციას. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ლეგიტიმური პრეზიდენტია, მამაცი და საქართველოს ხალხის დამცველია,” – განაცხადა უილსონმა.

banner
წინა სტატიაშიმემინგენის აეროპორტში 55 წლის ქართველი კაცი დააკავეს – მან პოლიციელებს დაარტყა და შეაფურთხა
შემდეგი სტატიაპოლონეთის სასაზღვრო სამსახური – ორმა რუსულმა ავიაგამანადგურებელმა ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაუფრინა ბალტიის ზღვაში მდებარე პოლონეთის ჭაბურღილის პლატფორმას