ამერიკა, მე შენ მოგეცი ყველაფერი, რაც შემეძლო; მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე – ბაიდენი

ამერიკა, მე შენ მოგეცი ყველაფერი, რაც შემეძლო – ამ სიტყვებით მიმართა ჯო ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას შეკრებილ საზოგადოებას და კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა კამალა ჰარისსა და მისი ვიცე პრეზიდენტობის კანდიდატს:

„გპირდები, რომ ვიქნები საუკეთესო მოხალისე ჰარისისა და უოლცის კამპანიისთვის. მათ ესმით, რომ ამერიკა უნდა იყოს შესაძლებლობების ადგილი არა მხოლოდ რამდენიმე ჩვენგანისთვის, არამედ ყველა ჩვენთაგანისთვის…

ჩემი ცხოვრების პატივი იყო მემსახურა პრეზიდენტად. მიყვარს ჩემი სამუშაო, მაგრამ უფრო მიყვარს ჩემი ქვეყანა. ამერიკა, მე შენ რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი” – განაცხადა ბაიდენმა ჩიკაგოში

ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა უკრაინაში რუსეთის აგრესიაზეც:

„არცერთმა მთავარსარდალმა არ უნდა დახაროს თავი დიქტატორის წინაშე, როგორც ტრამპი ხრის თავს პუტინის წინაშე. მე არასდროს გამიკეთებია ეს და გპირდებით, კამალა ჰარისიც არასოდეს გააკეთებს ამას“, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაში26 ოქტომბრის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების ნაწილის რეგისტრაციის პროცესი დასრულდა
შემდეგი სტატია“ოცნება“ – არჩევნები არის ერთგვარი რეფერენდუმი, სადაც ხალხმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, ირჩევს ომს თუ ირჩევს მშვიდობას