American Airlines-მა ოთხი შავკანიანი მგზავრი ჩამოსვა

American Airlines-მა ოთხი შავკანიანი მგზავრი ჩამოსვა

American Airlines-მა ოთხი შავკანიანი მგზავრი ჩამოსვაოთხმა ბრუკლინელმა მეგობარმა ავიაკომპანია American Airlines-ს უჩივლა იმის გამო, რომ ისინი ტორონტო-ნიუ-იორკის რეისიდან მოხსნეს. მიზეზი კი გახდა ის, რომ ახალგაზრდების შეხედულებამ “ეკიპაჟის წევრებს განგაშის შეგრძნება გაუჩინა” – ამის შესახებ Daily Mai წერს.
ახალგაზრდების თქმით, ერთი თვის წინ ისინი კანადიდან სახლში ბრუნდებოდნენ, სადაც ერთ-ერთი მეგობრის დაბადების დღე აღნიშნეს. თვითმფრინავში ჩასხდომისთანავე მათთან სტიუარდი მივიდა და სთხოვა თვითმფრინავი დაეტოვებინათ.
როგორც გამოცემა იუწყება, ორმა ახალგაზრდამ გამოფრენამდე ბილეთს თანხა დაამატა, რომ ბიზნეს-კლასით ემგზავრათ, ორმა კი ითხოვა, რომ ერთად დაესვათ. ისინი ფიქრობენ, რომ ზუსტად ეს გარემოება არ მოეწონა თვითმფრინავის ეკიპაჟს.

ოთხი ამერიკელის თქმით, როცა დანარჩენმა მგზავრებმა ნახეს, რომ ისინი თვითმფრინავს ტოვებდნენ, მათ მიმართ რასისტული გამონათქვამები არ დაიშურეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პროკურატურის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას
შემდეგი სტატიაისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა ერაყში უძველესი ქრისტიანული ტაძარი დაანგრიეს