American Airlines ცეცხლმოკიდებულ ძრავს გამცილებელმა ვიდეო გადაუღო

https://youtu.be/7s2Zxn2m0ec

97ავიაკომპანია American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, ცეცხლმოკიდებული ძრავის გამო, გუშინ საავარიოდ დაეშვა ტეხასში. ინციდენტი ვიდეოზე გამცილებელმა ემბერ ფოკსმა გადაიღო და “ინსტაგრამის” საკუთარ გვერდზე განათავსა.
როგორც ტელეარხი Fox 4 News ავრცელებს, საგანგებო სიტუაცია აფრენიდან რამდენიმე წუთში შეიქმნა გუშინ, ქალაქ დალასში. თვითმფრინავის ბორტზე 130 მგზავრი იმყოფებოდა.
პრობლემის აღმოჩენის შემდეგ, თვითმფრინავი აეროპორტში დაბრუნდა და უპრობლემოდ დაეშვა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

https://youtu.be/7s2Zxn2m0ec

banner
წინა სტატიაშივინ გასცა ბრძანება რუსული სუ-24 ჩამოგდების
შემდეგი სტატიაბრიუსელმა ანკარას 1,4 მილიარდი ევრო გამოუყო