ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო: მეუფე იაკობი პანსიონზე

ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო, 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ნინოწმინდის ბავშთა სახლთან დაკავშირებით განაცხადა.

“ამდენი თანამშრომლის ყოფნა არ არის საჭირო., 19 აღმზრდელი დარჩება ამ ეტაპზე და მერე შევხედავთ. როგორი პროცესია ხომ იცით? ვისაც წასვლა უნდა, ჩვენ არავის არ ვაჩერებთ, ველოდებით იმას, რომ როდის გადაიყვანენ და ვინც დარჩება, არაფერი არ მოაკლდეთ, სრულად ჰქონდეთ მომსახურება, ბავშვების საუკეთესო ინტერესი უნდა დავიცვათ. ჩვენ პრობლემა არ გვაქვს უშუალოდ ვინ შემოვა ვინ არა, უბრალოდ ბავშვებთან რომ მივდივართ, ძალიან დიდი ტრავმა მიიღეს, ამდენი ბავშვი იყო და უცებ ბევრი წავიდა, ეს უნდა გავითვალისწინოთ. მიხვიდე კიდე, კითხვები დაუსვა მაგი არის პრობლემა, მეტი არაფერი… 40-ზე მეტი აღმზრდელი იყო აქამდე”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.

banner
წინა სტატიაშიკოვზანაძე: პარლამენტისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თუ როგორი წარმატებით მუშაობს სახელმწიფო აუდიტი
შემდეგი სტატიაავტობუსი N51 ხვალიდან დადგენილი სქემით იმოძრავებს