“ამდენი საქმე რომ არ გვქონდეს, ჩვენც გავაკეთებდით ანალოგიურ კვლევებს”-თალაკვაძე ტროლებზე

“ანალოგიური კვლევები, ჩვენ რომ გვქონდეს ამდენი დრო, ჩვენც შეგვიძლია, გავაკეთოთ. დღეს რომ ხელისუფლებაში ჩვენ არ გვქონდეს უამრავი საქმე, ცალი ხელით პასუხი არ გვქონდეს გასაცემი დეზინფორმატორებზე და მართლა რეალურ ტროლებზე, რომლებიც ჩვენს ქალაქში დადიან და მეორე ხელით სახელმწიფო არ გვქონდეს სამართავი მთელი თავისი პრობლემებით, გამოწვევებით და არ გვქონდეს ის ამოცანები შესასრულებელი, რა თქმა უნდა, ჩვენც დავსხდებოდით, ერთ ოფისს ვიქირავებდით და დავიწყებდით ამ ყველაფრის კვლევას ”-აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იმედის ეთერში, გაუქმებული ფეისბუქგვერდების შესახებ ატლანტიკური საბჭოს ციფრული გამოძიების კვლევის ლაბორატორიის (DFRLab) ჩატარებულ კვლევაზე

banner
წინა სტატიაში“ნაცებმა Facebook-ის ადმინისტრაციაში ნაცნობი გამონახეს”
შემდეგი სტატიაჯამალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულ 5 პირს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს