,,ამდენი არაკაცური ჩალიჩის მერე, მაინც რომ წააგებ ძალიან მაგარია…ტრაკი უნდა გქონდეთ”

კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან გუშინ მომხდარ დაპირისპირების ფაქტს ირინა სარიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება.
,,თაიმერი” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
,,ჯერ სხვის მოქნეულ მუშტზე რომ ქალიან-კაციანა ,,საქოცეთს” ორგაზმი ემართება ისე კუთავს სიამოვნებისგან, ხო მაგარი კაცურია…
მერე ერთ კაცზე წასეულ ათ კუნთმაგარ და გონებაჩლუნგს რომ გულშემატკივრობს: ,,მიდი ბიჭო აი ეგრეო”- ხო კაცობის პიკია
ერთი ქალი რო მეორეზე იტყვის რატომ ისიც თმით არ ითრიესო და შვილისხელა ბიჭის დასისხლიანებულ ცხვირპირზე ტუჩებს ილოკავს, ესეც იმ ტრადიციებში შედის ეტყობა, გარყვნილი ევროპისგან რომ ვიცავთ!
რა შუაშია აქ პოლიტიკა თქვე გადაგვარებულებო?!
რა შუაშია რომელიმე პარტია?!
ვინმეს ცემა თუ გინდათ, წადით და თქვენით ცემეთ თან ფული არ აიღოთ ამაში!!!
მაგრამ მაგის ტრაკი ვინ მოგცათ?!
თქვენ სხვის ფასიან მოქნეულ მუშტზე იდორბლებით და ის ქალებიც ღმერთმა შეგარგოთ, ვისაც თქვენ კაცები გონიხართ! მეტის ღირსი არც ხართ!
და ამდენი არაკაცური ჩალიჩის მერე მაინც რომ წააგებ ძალიან მაგარია! მართლა ძალიან მაგარია!!!
ტრაკი უნდა გქონდეთ! კი არ უნდა იყოთ!
სტატუსი არც კი ვიცი როგორია”- წერს სოციალურ ქსელში ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაში,,საჭიროა უკომპრომისო დამოკიდებულება ამ ყველაფრისადმი”- უსუფაშვილი კორცხელის ფაქტზე
შემდეგი სტატიაანკარა ევროკავშირს ყველა შეთანხმების გაუქმებით დაემუქრა