“ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ დავწვადი”- შსს აკადემიის პრორექტორი

“ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ დავწვადი” -ეს განცხადება შსს აკადემიის პრორექტორმა ლუკა კურტანიძემ ჯერ სოციალურ ქსელში საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გააკეთა, შემდეგ კი ტვ “მთავართან” საუბარში დაადასტურა:

“ამდენ უმადურს ცოცხლად გავატყავებდი და შემდეგ დავწვადი”

” აცხადებს შსს აკადემიის პრორექტორი ლუკა კურტანიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის პრორექტორი სოციალურ ქსელში იმ ადამიანებს დაემუქრა ვინც, ბიძინა ივანიშვილს წყალტუბოს პროექტთან დაკავშირებით აკრიტიკებდა.

მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ანგრევენ კოცონზე უნდა დაიწვან.

ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ კურტანიძეს იმ ადამიანების სახელების და გვარები ჰკითხა, თუ ვის გულისხმობდა უფრო კონკრეტულად მუქარის შემცველ სტატუსში, რასაც შსს-ს პოლიციის აკადემიის პრორექტორის გაღიზიანება მოჰყვა.

“ჩვენ ოდითგანვე, იმ ადამიანებს, რომლებიც ერის კაცები იყვნენ ეს იყო ილია ჭავჭავაძე, რომელიც ერის მამად ვაღიარეთ მას შემდეგ, როცა ტყვია დავადეთ შუბლში, ვაჟა ფშაველას სულელს ვეძახდით და მერე გენიოსად ვაღიარეთ, ბიძინა ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელიც თავის საქმით ქვეყანას ევლება თავს. მე ჩემი ემოციური სიტყვა თუ დავწერე, რომ ყველა უნდა გავუფრთხილეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ერისთვის უდიდეს საქმეს აკეთებენ. ის უნდა გაიგოთ, რომ თქვენისთანა ადამიანებზე(ჟურნალისტს) ასე იყო ძველ ევროპაში, რომ ადამიანი, რომლებიც ქვეყანას ანგრევდა კოცონზე წვავდნენ – ეს არის ემოცია, რომელიც გადატანითი მნიშვნელობითაა, თქვენისთანა ადამიანთან რომ ვლაპარაკობ მაშინაც მეზიზღება ჩემი თავი” – აღნიშნა ლუკა კურტანიძემ.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ვატყობ, შენი დაპატიჟება მომიწევს ჩაიზე
შემდეგი სტატია“ბატონო კალაძე, თქვენ ხართ ჩინოვნიკურ-კაბინეტურ ხიბლში შესული” – ვაშაძე პარკირების წესის დარღვევაზე გაზრდილ ჯარიმაზე