რუსეთში მომხდარმა ამბოხმა აჩვენა ბზარები რუსეთის სისტემაში. მნიშვენლოვანია, აღინიშნოს, რომ ეს არის რუსეთის შიდა საკითხები და ძალიან ადრეა საბოლოო დასკვნების გამოტანა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნატოსთვის მნიშვნელოვანი საკითხია უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.
„სამიტზე მე ველოდები ახალ განცხადებებს სამხედრო დახმარებასთან დაკავშირებით. შევთანხმდებით პროგრამებზე, რომლებიც დაეხმარება უკრაინას ნატო-ს მიმართულებით მოძრაობაში, რათა იყოს სრულად თავსებადი ნატო-სთან. ასე რომ, მნიშვნელოვანია უკრაინის დახმარება, რომ გაიმარჯვოს უკრაინამ, როგორც სუვერენულმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ. ევროკავშირთან ერთად, ნატო-ს მოკავშირეები უპრეცედენტო მხარდაჭერას უწევენ უკრაინას. დახმარება კიდევ უფრო იზრდება. ჩვენ ვნახეთ ახალი განცხადებები ევროკავშირის წევრების და ნატო-ს მოკავშირეების მხრიდან დამატებით დახმარებაზე, ასევე, ის, რომ F-16 ავიაგამანდგურებლებზე პილოტების წვრთნა დაიწყო“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.