ამბოხება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით – პროკურატურა 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს კვალიფიკაციას აძლევს

საგანგებო ბრიფინგი პროკურატურაში – უწყების წარმომადგენელი კოკა კაციტაძე აცხადებს, რომ 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების გამოძიების ფარგლებში პროკურატურამ მტკიცებულებებისა და ჩვენებების საფუძველზე დაადგინა, რომ აღნიშნულ ღამეს, იგეგმებოდა ამბოხების გზით სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობით ხელში ჩაგდება, ამბოხება და პარლამენტის ხელში ჩაგდება. გარდა ამისა, კაციტაძე აღნიშნავს, რომ გარკვეულ ძალებს დაგეგმილი ჰქონდათ ქვეყანაში არეულობის გამოწვევა.

კაციტაძის თქმით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც გულისხმობს ამბოხებას სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდების მიზნით.

უწყებაში აღნიშნავენ რომ მათ მოახერხეს აღნიშნული მცდელობის განეიტრალება და გამოძიების ფარგლებში შესაბამისი მასალების შესწავლა ამ დრომდე გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიმთელი პროცედურა მიზანმიმართული ქმედებაა, რომ რაც შეიძლება მეტი ხანი გავატარო გლდანის მერვე დაწესებულებაში – ზვიად კუპრავა
შემდეგი სტატიადაგუგლეთ ამოაგდეთ მიტინგების დაშლა ევროპასა და ამერიკაში, ნახავთ, როგორ ფართხალებს სისხლიანი ხალხი… ეს ბალეტი არ არის – ქანთარია