“ამბობს ოქროპირიძე ღორივით უნდა დავკლაო” – ახალი მოწმე ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეში

საქალაქო სასამართლოში გიორგი ოქროპირიძძის საქმეზე ლაშა მახარაძის დედა, ნინო დიდებულიძე დაკითხეს.

მისი ინფორმაციით, მკვლელობას ახალი მოწმე ჰყავს. როგორც ნინო დიდებულიძემ განმარტა ეს პიროვნება არჩილ დათუნიშვილია.

„იმ საღამოს ლაშა არჩილთან ერთად იმყოფებოდა. მეგობრის დაბადების დღეზე აპირებდნენ წასვლას. მკვლელობის შემდეგ დათუნიშვილი ჩემთან არ მოსულა. სტრესში იყო, რადგან ჩემი შვილი ხელებში ჩააკვდა. აგვისტოში მოვიდა და დეტალურად მომიყვა ყველაფერი. როგორც ის ამბობს, ოქროპირიძე მანქანით მივიდა და ლაშას ვიღაცაზე ჰკითხა, სად არისო. ლაშამ უთხრა, მანქანიდან რატომ მელაპარაკებიო, რის შემდეგაც ოქროპირიძემ სამჯერ ესროლა. რგორც არჩილი იხსენებს, ლაშა წაიქცა, გაშავდა და მოკვდაო. ეს პიროვნება, რომელიც ჩემი შვილის უფროსი მეგობარი იყო, საშინელ მდგომარეობაშია. მითხრა, რომ არ სურს ოქროპირიძის დაკავება, რომ სურს ის გაათავისუფლონ, რათა ღორივით დაკლას“, – განაცხადა დიდებულიძემ.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი დემოკრატები” 2016 წლის არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: აქტიური მუშაობის მიუხედავად, თბილისში მთელი რიგი მოსაგვარებელი საკითხები რჩება