“ამბობენ, რომ ეს იყო შურისძიება, რადგან პოლიცია ე.წ კანონიერი ქურდის სახლშია განთავსებული” – თელავში მომხდარი ტრაგედიის ახალი დეტალები

ჟურნალისტი რომან ქვეხიშვილი სოციალურ ქსელში თელავში მომხდარი მკვლელობის შესახებ წერს.

„პატარა ქალაქია თელავი და ყველა ყველას იცნობს. ვინც სადრო მეტრეველს ახლოს იცნობს, ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები არ ჰქონდა, უმისამართოდ ესროლა. იმასაც ამბობენ, რომ გუშინ მომხდარი ფაქტი იყო შურისძიება პოლიციაზე და არა კონკრეტულ პოლიციელებზე, რადგან საპატრულო პოლიცია, ე.წ კანონიერი ქურდის სახლშია განთავსებული.. იმასაც ამბობენ, რომ მკვლელობისთვის დაკავებულს ქურდობა უნდაო. ეს არის ხალხში არსებული მითქმა-მოთქმა. დანარჩენს, გამოძიება დაადგენს. პოლიციელი გმირია!“, – წერს ქევხიშვილი.

თელავში გუშინ ორი პოლიციელი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, 19 წლის ახალგაზრდამ საპატრულო პოლიციის შენოის მიმართულებით სანადირო თოფიდან ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად დაიჭრა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი მაია ჯავახიშვილი, ასევე მის დასახმარებლდ მისული გელა ლამაზოშვილი. ლამაზოშვილი მიყენებული ჭრილობის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ჯავახიშვილს საავადმყოფოში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-მ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: ბიძინა ივანიშვილმა სათანადო შეფასებები გააკეთა
შემდეგი სტატიაგილოცავთ ახალ 2016 წელს!