ამბობდნენ, შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო – ბერძენიშვილი თავდამსხმელებზე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის შეფასებით, მას და დავით ბერძენიშვილს ორი პირი პოლიტიკურ ნიადაგზე დაესხა თავს.

„დაიწყო აგრესიული საუბარი. ვეცადეთ გავრიდებოდით – ვუთხარი, რომ გვეჩქარება, მაგრამ არ გაჩერდნენ, დაგვედევნენ. მთავარი, რატომაც მათ დასჯას ვითხოვ, არის მუქარა – „ამ ქალაქში მარტო ვერ გაივლიო”. მათი მხრიდან იყო დედის გინება, მუქარა, ძალადობა – ხელის კვრა და დადევნება. ერთ-ერთ მათგანსა და დავით ბერძენიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა, მე შუაშიც ჩავდექი. მეფეებს როგორ ახსენებთო, პატრულის არ გვეშინიაო – პოლიციის წინ მითხრა – ჩემს თავს რომ აჭერინებ, აწი ნახე რა მოგივიდესო”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

როგორც დავით ბერძენიშვილმა აღნიშნულ ინციდენტზე საუბრისას აღნიშნა, ორივე თავდამსხმელის მხრიდან ისმოდა დედის გინება.

„პარლამენტთან დაიწყო საყვედური, შემდეგ იყო „შენ და შენი ძმა ჩვენს წმინდანს როგორ აგინებთო“ ორივეს მხრიდან ისმოდა დედის გინება. იმდენად მოტივირებულები იყვნენ, დაცვის გარეშე ვერ გაივლითო. ერთმა სცადა ფიზიკურად შემხებოდა და ხელი გამომიქნია. განსაკუთრებული აგრესია იყო ხათუნა სამნიძის მიმართ“, – განაცხადა ბერძენიშვილმა.

წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტრო კომპანია „ბორჯომთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაევროპულმა კომპანიებმა თითქმის გააორმაგეს რუსული ნავთობის მიწოდება