ამბიონზე ბიზნესმენები კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილი ავიდნენ

სალხინოს მამათა მონასტერში სასულიერი პირები და მრევლი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამბიონზე ბიზნესმენები კლიმენტი კეკუტია და ლაშა პაპაშვილი ავიდნენ, რასაც წინამძღვართან დაპირისპირებული სასულიერო პირებისა და მრევლის უკმაყოფილება მოჰყვა

“არამგონია რამე დაპირისპირება იყოს, ჩვენ ისეთი უწმინდესი გვყავს, რომელიც მე უკვე 20 წელია ეკლესიაში მოვედი, გვასწავლის ერთობას. ეშმაკი აშორებს – უფალი აერთიანებს. ესაა ოდითგანვე ერთიანობის, საქართველოს ყველაზე დიდი მეფის დავით აღმაშენებლის სამოღვაწეო ადგილი და აქ დაპირისპირება ყოვლად დაუშვებელია. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. მე სტუმრად ვარ, რა თქმა უნდა, უწმინდესის ლოცვა-კურთხევა რაცაა და დანიშნული წინამძღვარი ვინცაა, იმას უნდა დავუჭიროთ ყველამ მხარი.

ჩვენი შეცდომილი ძმები ვინც არიან იმათ კიდევ ვუსურვოთ, რომ მოინანიონ… ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ბიბლიურ უხუცესს მუხლებთან მივუჯდეთ, ყველა ჩვენგანი და თქვენგანი და რასაც გვაკურთხებს მოვუსმინოთ”, – ამბობს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი.

 

 

https://youtu.be/foifurlnZIU

 

banner
წინა სტატიაში23 აპრილს თბილისი წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსს ერთი წლით გადმოიბარებს
შემდეგი სტატიამამა დანიელის პირველი კომენტარი შექმნილი ვითარებასთან დაკავშირებით