არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი წერს, რომ ბეთლემის ტაძარში ხალხს ვერ დახვდება, რადგან ამბიონი წაართვეს, ამიტომ მისი ამბიონი რუსთაველის გამზირი იქნება.
შეგახსენებთ, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ხელი მოაწერა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც არქიმანდიტი დოროთე ბეთლემის ტაძრის წინამძღვრობიდან გათავისუფლებულია. ამ გადაწყვეტილების კომენტირებისას არქიმანდრიტმა მადლობა გადაუახადა პატრიარქს, რომ მისი “მღვდლობა დაიცვა”.
“ყოველ ხუთშაბათს,პირველ საათზე, წმ სპირიდონის პარაკლისს ვიხდიდი ქვემო ბეთლემში,მაგრამ ამბიონი წამართვეს და ხალხს ვერ ვხვდები ტაძარში. ამიერიდან ჩემი ამბიონი იქნება რუსთაველის გამზირი.გელოდებით ყველას, დღეს 8 საათიდან.
ყოველდღეც- ბო ლო მდე!”, – წერს არქიმანდიტი დოროთე ყურაშვილი.
















