ამბასადორიალის მეორე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება

თბილისში მიმდინარე ამბასადორიალის მეორე დღის ერთ-ერთი მთავარი თემა ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იქნება.

დისკუსიაში დიპლომატებთან ერთად ჩაერთვებიან მინისტრები და პარლამენტის წევრები. დღესვე დაგეგმილია ამბასადორიალის მონაწილეთა შეხვედრა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

ამბასადორიალის პირველი დღე კი პარლამენტში ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიმართვით დასრულდა, სადაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოში ინდოეთის დახმარებით მალე ახალი ინოვაციური ცენტრი დაარსდება.

banner
წინა სტატიაშითანამდებობიდან გადაყენების შემდეგ დავით კინწურაშვილი პირველ განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიადიმიტრი ქუმსიშვილი ჩინური სასურსათო კორპორაციის პრეზიდენტს შეხვდა