“ამაზონის” დამფუძნებელი წარმატებით დაეშვა დედამიწაზე

მილიონერი რიჩარდ ბრენსონის წარმატებული გაფრენიდან ცხრა დღის შემდეგ იგივე ფრენა განახორციელა კომპანია “ამაზონის” 57 წლის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა. 20 ივლისს მსოფლიოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა საკუთარ ძმასთან მარკთან, 18 წლის ნიდერლანდელ ოლივერ დემენთან და 82 წლის მფრინავ უოლი ფანკთან ერთად დედამიწა დატოვეს და დაახლოებით 10 წუთის შემდეგ უკან დაბრუნდნენ – “დოიჩე ველე” წერს.
ხომალდი New Shepard-ი ბეზოსის კომპანია Blue Origin-ს ეკუთვნის და მან დედამიწისა და კოსმოსის პირობითი საზღვარი გადალახა. ფრენა სრულებით ავტომატურად მიდიოდა, მისი ტრანსლაცია კომპანიის გვერდზე ხდებოდა.

აშვების შემდეგ რაკეტამ 3700 კმ/საათი განავითარა, შემდედ კი ის მგზავრების კორპუსს ჩამოშორდა. უწონობის მდგომარეობაში მგზავრებმა რამენიმე ხნით საკუთარი სკამები დატოვეს. ამის შემდეგ კაპსულას სვლა პარაშუტებით შეაჩერეს და ის დასავლეთ ტეხასის უდაბნოში დაეშვა. რაკეტამ ვერტიკალური დაშვება განახორციელა.

საკუთარი ოცნების ასრულების გარდა ბეზოსი და ბრენსონი კოსმიური ტურიზმის განვითარების ბიზნესს გეგმავენ. კრიტიკოსები მათ კლიმატის საკითხების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთში მაკრონის ჰიტლერის სახით გამოსახვის გამო გამოძიება დაიწყო