“ამაზონის” დამფუძნებელი ტაბლოიდ National Inquirer-ს შიშველი ფოტოებით შანტაჟში ადანაშაულებს

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 8, 2019 23:46

“ამაზონის” დამფუძნებელი ტაბლოიდ National Inquirer-ს შიშველი ფოტოებით შანტაჟში ადანაშაულებს

მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანი, “ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ტაბლოიდ National Inquirer-ს შანტაჟში სდებს ბრალს. ბეზოსი ირწმუნება, რომ ჰოლდინგის წარმომადგენლები მას პირადი ფოტოების გამოქვეყნებით ემუქრებიან. წერილში, რომელიც მან სამსახურში მიიღო, ნათქვამია, რომ მათ ხელთ ჩაუვარდათ ფოტოები, რომელსაც ბეზოსი თავის გოგოს ლორენ სანჩესს უგზავნიდა. მათ შორის, ბიზნესმენის შიშველი ფოტოებიც არის. იმისათვის, რომ ფოტოები არ გამოქვეყნებინათ, გამოცემა ბეზოსისგან ითხოვდა რომ მას უარეყო მათ მიმართ ბრალდება, თითქოს National Inquirer-ი ბიზნესმენის გაყრას მიკერძოებულად აშუქებს.

ბეზოსის 48 წლის მაკენზისთან გაყრის შესახებ ინფორმაცია იანვარში გამოჩნდა. იმავე დღეს National Inquirer-მა გაასაჯაროვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბიზნესმენი ცოლს ღალატობდა და რამდენიმე ფოტოც დაბეჭდა – “ბიბისი” წერს.

თაიმერი timer.ge
: თაიმერი timer.ge თებერვალი 8, 2019 23:46

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,722
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics