“ამაზონის” დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი 20 ივლისს კოსმოსში გაფრინდება

“ამაზონის” დამფუძნებელი და უმდიდრესი ადამიანი დედამიწაზე ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის მიერ შექმნილი კოსმოსური ხომალდის New Shepard ბორტზე ავა 20 ივლისს კოსმოსში გასაფრენად. კოსმოსურ კაფსულაში სხვა ადგილები მალე გავა გაყიდვაში – “ბიბისი” წერს.
საკუთარი კომპანია Blue Origin-ის მიერ შექმნილი ხომალდით გაფრენასთან დაკავშირებით ბიზნესმენმა ორშაბათს საკუთარ “ინსტაგრამზე” დაწერა.

“ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობდი კოსმოსში გაფრენაზე. 20 ივლისს საკუთარ ძმასთან ერთად შევუდგები ამ მოგზაურობას” – 57 წლის მილიარდელმა დაწერა.

გაფრენამდე 15 დღით ადრე ბეზოსმა “ამაზონის” ხელმძღვანელის პოსტი უნდა დატოვოს და დირექტორთა საბჭოს წევრი გახდეს. “ამაზონის” გენერალური დირექტორი გახდება ენდი ჯერსი, ახლანდელი კომპანიის ციფრული განყოფილების ხელმძღვანელი.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის დავალებით, ინტენსიური ვაქცინაციისა და მასობრივი ვაქცინაციის ცენტრების ორგანიზების გეგმა ერთი კვირის ვადაში შემუშავდება
შემდეგი სტატიაგამყრელიძე კომენდანტზე – დავაკვირდეთ კიდევ 10 დღე, 2 კვირა