Amazon-ის დანფუძნებელმა ტრამპის კოსმოსში გაგზანა მოითხოვა

Amazon-ის დანფუძნებელმა ტრამპის კოსმოსში გაგზანა მოითხოვა

Amazon-ის დანფუძნებელმა ტრამპის კოსმოსში გაგზანა მოითხოვაAmazon-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ჯეფ ბეზოსმა ბიზნესმენ დონალდ ტრამპის კოსმოსში გაგზავნა მოითხოვა იმ ბრალდების გამო, რომელიც ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატმა ინტერნეტ ბიზნესის წინააღმდეგ გააკეთა – მისი თქმით, ინტერნეტ ბიზნესი ნაკლებად იბეგრება გადასახადებით, ვიდრე ჩვეულებრივი.
გუშინ ექსცენტრიულმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე ტვიტი ბეზოსს მიუძღვნა. მან დაწერა, რომ გაზეთი The Washington Post, რომელიც მეწარმეს ეკუთვნის, გადასახადების დამფარავებს ლობირებს და ამის გამო გაზეთი მოგებას ვერ ნახულობს.
“ამაზონს ოდესმე რომ გადაეხადა გადასახადები ჩვეულებრივი სტრუქტურით, მისი აქციები ბირჟაზე დაეცემოდა და ქაღალდივით გახდებოდა. The Washington Post-ის თაღლითური სქემა ამას მფარველობს და ხელს უწყობს” – დაწერა ტრამპმა. მისივე განცხადებით, ამაზონი არაკომერციული ორგანიზაციაა. თუმცა, “ამაზონის” 2015 წლის პირველი 9 თვის გადახდილი გადასახადები 630 მილიონი დოლარია.
CNN-ის თქმით, ტრამპის ბრალდება უსაფუძვლოა და The Washington Post-იც “ამაზონში” არ შედის, არამედ ბეზოსის პირადი აქტივია, ამიტომ გაუგებარია ის კავშირები, რომელზეც ტრამპი საუბრობს.

“ამაზონის” გარდა ბეზოსი ასევე Blue Origin-ს მფლობელია, რომელიც ფრენის აპაარტების სუბსიდირებას ეწევა.

banner
წინა სტატიაშიდღეს, ხობში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კონფერენცია გაიმართა
შემდეგი სტატიათანხა შეწყალების სანაცვლოდ – რა ინფორმაციას ფლობს ელისაშვილი მოქმედ მაღალჩინოსნებზე